📣 მოლაშქრეთა კლუბი რონინი 12-13 ივლისს გთავაზობთ სათავგადასავლო ლაშქრობას რაჭაში - უძირო ტბაზე (შოვი - უძირო - გლოლა).
🚩➡ შეკრების ადგილი და დრო:
Ⓜ დიდუბე (ჯანდაცვის სამინისტროს მოპირდაპირე მხარეს, ლუკოილსა და გალფს შორის)
⏰ შეკრების დრო:
23:45 სთ (პარასკევი)
🚥 გასვლა:
00:00სთ (შაბათი)
🕒 ლოდინის მაქსიმალური დრო:
🕒 გასვლის დროდან 10 წუთი
📸 მოსანახულებელი ადგილები:
მწვერვალი კატიწვერა;
უძირო ტბა.
👣 ლაშქრობის დეტალური აღწერა:
პირველ დღეს, გამთენიას მივალთ კურორტ შოვში, ვისაუზმებთ და დავიძვრებით კატიწვერასა და უძირო ტბის მიმართულებით..
გზად გავივლით ულამაზეს ხეობებს ნატრიუმ-კალციუმიან მინერალურ წყაროებს, მრავალფეროვან ტყის მასივებს და მდინარეებს. ტყის მასივიდან გადავალთ ალპურ ზონაში, ულამაზესი სანახაობებით დატვირთული უღელტეხილის გადავლის შემდეგ კი ჩვენს წინ გადაიშლება უძირო ტბა, რომლის ნაპირთანაც დავბანაკდებით, ვისიამოვნებთ ხედებით "ვიჭყუმპალავებთ" სურვილისამებრ 🩱🤿 .. ;) მეორე დღეს ავშლით კარვებს და კვლავ ულამაზესი ბილიკებით დავიძვრებით სოფელ გლოლას მიმართულებით, იქიდან კი ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდებით დედაქალაქში.
⭕️ მარშრუტის სირთულე:
⏺ საშუალო (წრიული)
ბილიკზე გვხვდება რთული მონაკვეთიც
👣ფეხით გასავლელი მანძილი :
პირველი დღე 10 კმ.
მეორე დღე 8 კმ.
☝ ტური შედგება ნებისმიერ ამინდში თუ გზასთან დაკავშრებით არ შეიქმნა რაიმე პრობლემა.
💰 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 120 ლარი
💳 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
⚠ თანხა არ ბრუნდება:
⏱ ტურზე გასვლამდე 240 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში. ;)
✔ ფასში შედის:
🚌 ტრანსპორტირება
👤 გამყოლი
⛺ კარავი, თუ თქვენი არ გაქვთ ჩვენ უზრუნველვყოფთ ♥
🔥 პრიმუსი ცხელი სასმელებისთვის
🚫 ფასში არ შედის:
🍔 საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად, ვიკვებებით ერთად)
🛌 საძილე
🛏 საგებელი
(დაგეხმარებით ქირაობაში ან შეძენაში)
🔰 გასათვალისწინებელი პირობები:
შესაძლოა იყოს სეტყვა, ნისლი, ქარი, ამინდის ღმერთები ჩვენ არ ვართ და პრეტენზიები არ მიიღება.
წყალი საბანაკეზე არის.
ასვლისას საჭიროა 1.5 ლ. და ჩამოსვლისას 1 ლ. წყალი. გზად შესაძლებელია მარაგის შევსება.
⚠️ საჭირო აღჭურვილობა:
კარავი, საძილე ტომარა, საგებელი, სალაშქრო ჯოხები, სალაშქრო ფეხსაცმელი, საწვიმარი, სათვალე, კეპი, მზისგან დამცავი კრემი.
და ბოლოს - არავითარ შემთხვევაში არ დაგრჩეთ კარგი განწყობა ;)
🔵 ლაშქრობა რომ იყოს უსაფრთხო და ორგანიზებული გთხოვთ აუცილებლად დაიცვათ შემდეგი წესები წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის პასუხისმგებლობას.
☝ ყველა ემორჩილება ორგანიზატორს
🤕 ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
♻ ნუ დააბინძურებთ გარემოს;
🚫 დაუშვებელია გზიდან გადახვევა ორგანიზატორებთან შეთანხმების გარეშე.
🚫 ფორსმაჟორულ სიტუაციაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტია
✔ ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის 💻 მოგვწერეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდზე ან დარეკეთ:
📞 599 15 76 76 გიორგი
You may also like the following events from მოლაშქრეთა კლუბი - რონინი / Hiking Club - Ronin:
- This Sunday, 15th June, 07:00 am, მოირონინე გერგეტის სამება, დარიალი, გველეთის ჩანჩქერი | 15/06/2025 in Vladikavkaz
- Next month, 5th July, 07:00 am, მოირონინე ჯუთა - ჭაუხის უღელტეხილი - აბუდელაურის ფერადი ტბები | ხევიდან - ხევსურეთში in Vladikavkaz
- This August, 28th August, 06:20 am, მოირონინე ზემო და ქვემო სვანეთი - 4 დღიანი ტური არასტანდარტული სანახაობებით in Tbilisi